вторник, 16 января 2024 г.

კურორტი ცხვარიჭამია


კურორტი ცხვარიჭამია საბადურის ქედზე, მდინარე თეზამის ხეობაში, ზღვის დონიდან 1180 მეტრზე მდებარეობს და უნიკალურ რეკრეაციულ-კლიმატურ საკურორტო ზონათა რიცხვს მიეკუთნება.

მისი მდიდარი მცენარეული საფარი და საუკეთესო ჰავა იშვიათი საშუალებაა სასუნთქი ორგანოების, ბრონქიალური ასთმისა და ტუბერკულოზის მკურნალობისა და პროფილაქტიკისთვის.

ცხვარიჭამიას გარს აკრავს თვალწარმტაცი და მომაჯადოებელი ბუნება,მრავალფეროვანი ლანდაშფტი, ადრეელ შემოდგომიდანვე თოვლით დაფარული მიდამოები და ხავერდოვანი ზონა, პატარა ნაკადულები, წყაროები, ყინულივით ცივი მდინარე თეზამი, გარშემორტყმული ხშირფოთლოვანი და წიწვოვანი ზონები, ზაფხულის მეტად გრილი ჰავა და უძველესი კულტურის ძეგლები.

მისი მდიდარი რეკრეაციული რესურსები ფრიად ხელსაყრელ პირობებს ქმნის ამ ტერიტორიაზე საკურორტო მეურნეობის განვითარებისათვის, რომელიც ნამდვილად წარმოადგენს გეოგრაფიული ლანდშაფტების ვერტიკალური ზონალობის კლასიკურ ადგილს.